არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც ზუსტად მუშაობენ რუსული საგარეო პოლიტიკის პარადიგმაში, ზიზღის ფორმირებისკენ მიმართული უკიდურესად აგრესიული შანტაჟის პოლიტიკით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
პოდოლიაკს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილმა აღნიშნა: „სააკაშვილი აქ ზელენსკიმ ჩამოგვიყვანა, რომ ქვეყანა აერია. ვინ იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც დემენციაზე ტყუილებს იგონებდნენ - ზელენსკი, სანდუ, სხვა პოლიტიკოსები და ელჩები".
პოდოლიაკის თქმით, „არავინ, არც ზელენსკი, არც მაია სანდუ, არც ბრიუსელი არ გეგმავდა საქართველოში არეულობას".
„ავტორიტარულმა, ტოტალურმა ან მარიონეტულმა რეჟიმებმა და მთავრობებმა არ იციან კონკურენცია, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით. ადმინისტრაციული რესურსის, ძალადობრივი ზეწოლისა და ოპონენტების შეზღუდვის გარეშე ვინც ვერ წარმართავს საარჩევნო კამპანიებს, ისინი მუდმივად ეძებენ საკუთარი არალეგიტიმურობის გამართლებას. ეს საკმაოდ ბანალური, პრიმიტიული მოდელია და ახალი არაფერია. საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფალი ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც და მანამდეც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული სტატუსი. შესანიშნავად მესმის, რომ არანაირი ელექტორალური არჩევნები ბოლო წლებში არ ყოფილა. „ქართულ ოცნებას" არ გაუვლია ბუნებრივი გადარჩევის, კონკურენციის გზა. მან გაიარა ის, რასაც გადიან რუსეთში, სადაც არის ერთი, უკონკურენტო პარტია, „ედინაია რასია". ზუსტად ისე, როგორც თქვენთან. ეს უბრალოდ პატარა კალკია ზონისა, რასაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია. განვმარტავ ზონებს: ამ ზონაში არის ეგრეთ წოდებული მაყურებელი და მისი ვერტიკალი. იქნება ეს რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, მოკლედ, ტოპ პირები. ზუსტად ამ მოდელს აშენებენ საქართველოშიც. შესაბამისად, რუსეთი თუ მუდმივად ბრალს სდებს ხან აშშ-ს, ხან ნატო-ს, დიდ ბრიტანეთს, ხან ვის და ხან ვის, ისინი კი არ ვითარდებიან, სულ ვიღაცაზე პარაზიტირებენ. მოვიდნენ საქართველოშიც და მათ ჰყავთ ადგილობრივი კოლაბორანტები, მარიონეტები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ რუსეთს სხვადასხვა მიზეზით. ზოგი ფულის გამო, როგორც ივანიშვილი, ზოგი არარეალიზებული ბავშვობის შინაგანი კომპლექსების გამო. ისინი ცდილობენ, შეთამაშდნენ რუსეთთან. ყველამ იცის, რომ არც უკრაინის, არც ევროპის მხრიდან საქართველოს საქმეებში არანაირი ჩარევის მცდელობა არ არის. რუსეთის მხრიდან კი არათუ ჩარევის მცდელობას, ტოტალურ კონტროლს ვხედავთ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მიხაელ პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადება „პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა".
„ვფიქრობ, ეს ზუსტად ჯდება კრემლის საინფორმაციო ომის და რუსული პოლიტიკის პარადიგმაში. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო განცხადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი, ასაზრდოოს ასეთი მარიონეტული რეჟიმები რიგ ქვეყნებში და შეეცადოს, გარკვეული დროით მართოს ეს ტერიტორიები", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე
,,კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს''- გრიგოლ გეგელია
,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი
,,ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება- პროექტი საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლებასრულ პასუხისმგებლობას იღებს ''- პრემიერი
,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი
,,არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.''- პრემიერი
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა