ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე

„ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა - ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული იყო, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა", - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებების შესახებ.

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში.
ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა.
არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა", - განაცხადა თბილისის მერმა.

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.

„ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას.
ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე
,,კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს''- გრიგოლ გეგელია
,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი
,,ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება- პროექტი საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლებასრულ პასუხისმგებლობას იღებს ''- პრემიერი
,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი
,,არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.''- პრემიერი
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა