უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ევროპული სოლიდარობის" ლიდერი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში კორუფციული სკანდალის ფონზე მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის და რადაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ კორუფციული სკანდალის შემდეგ „პარტნიორები შოკირებულები არიან, საზოგადოება კი - იმედგაცრუებული", ამიტომ რუსეთის სრულმასშტაბიანი რუსული ინტერვენციის ფონზე მნიშვნელოვანია შიდა დესტაბილიზაციის თავიდან აცილება და საჭიროა რეალური ერთიანობა.
პოროშენკომ დაასახელა „ანტიკრიზისული გეგმის" დებულებები, რომლებსაც მისი პოლიტიკური ძალა ორშაბათს პარლამენტს წარუდგენს.
„ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციულ პროკურატურაზე თავდაუსხმელობის გარანტიებია. ახლა ყველას ესმის, თუ რატომ შეუტია პრეზიდენტის ოფისმა მათ ზაფხულში. იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ჩანაწერების შესახებ, ახსოვდათ, რა თქვეს და სურდათ საქმის ჩანასახშივე ჩახშობა. ახლა ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გააგრძელოს ამ საქმეების გამოძიება, სადაც არ უნდა მივიდეს კორუფციის კვალი. სახელმწიფო გამოძიების ბიურომ უნდა მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ არ ჩაერიოს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა, და ეს სიგნალი პრეზიდენტისგან უნდა მოდიოდეს", - ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.
ყოფილი პრეზიდენტის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არ არის საკმარისი მხოლოდ ორი მინისტრის გადაყენება, რადგან გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სულ მცირე, ხუთი მაღალჩინოსნის სახელი.
„ამიტომ მთელი ეს კორუმპირებული კოლექტიური „მინდიჩის" მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს სრული შემადგენლობით. საუბარია არა პერსონებზე, არამედ მართვის სისტემაზე", - აღნიშნავს პეტრო პოროშენკო.
„ევროპული სოლიდარობის" ლიდერი ასევე საჭიროდ მიიჩნევს ახალი, ქმედითუნარიანი კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ყველა პატრიოტულ ძალას და რომელიც ჩამოაყალიბებს „უნაკლო რეპუტაციის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარ გადარჩენის ეროვნულ მთავრობას".
პოროშენკო კიდევ ერთ საჭიროებად ასახელებს გამოძიების სახელმწიფო ბიუროს სრულ გადატვირთვას გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის" თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში". გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება - ოპერაცია „მიდასი" 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95"-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება
გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
,,არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად''- პიტერ სიიარტო
,,ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას''- გიდეონ საარი
,,უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი