ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამ საქმეში ამხელს საკუთარ თავს, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს, რათა ქვეყანა აერიათ-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით არჩევნების წინ ქვეყანაში შემოაპარეს, რათა ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადება „პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა".

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს მისი სტილის პრობლემაა, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია".

„ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს, ხომ?! აბა, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? ჩვენებიდან ვიცით და მხილებულია იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უშუალოდ მის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი შემოპარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო თუ კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ. კერძოდ, მისი ხელმძღვანელის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიერ. სად არის დღეს გია ლორთქიფანიძე? ის ისევ იქ არის, სადაც ის არის. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამხელს საკუთარ თავს ამ საქმეში.

ეს ახლა მისი სტილის პრობლემაა, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია. არჩევნების წინ, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით, ქვეყანაში ფარულად სააკაშვილი შემოაპარეს, რათა აერიათ ქვეყანა და ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ. არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ომი დაიწყო, რაც თავიდანვე ჩანდა, რომ საქმე, მათ შორის, უკრაინაში, მიდიოდა ომისკენ. ეს კიდევ გვაფიქრებინებს, რა იყო მეორე ეტაპი ამ ქაოსის მოწყობისა. თუკი სააკაშვილს ჩააგდებინებდნენ ხელში ხელისუფლებას, ხომ არ გეპარებათ ეჭვი, რომ უკრაინიდან ზარი გაისმებოდა: „მიდით, საქართველო, შევარდით ახლა ერთ ან მეორე რეგიონშიო?" ზუსტად ამას იზამდნენ.

თავად ეს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი პარტიები არ ამბობდნენ, რომ დაუწესებდნენ სანქციებს, ჩაკეტავდნენ ცას, საზღვრებს, წავიდოდნენ ესკალაციაზე? ბოლოს და ბოლოს, გახსოვთ ზურა-გირჩის განცხადება, რომ 10 ათას რუს ჯარისკაცს დავაკავებდით, აქ რომ ომი დაგვეწყოო. ეს უნდოდათ მათ. ეს უნდოდათ, რასაც ეკა გიგაური, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაქირავებული „ენჯეოს" წარმომადგენელი ამბობდა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ ახლა, რუსეთი სუსტი არისო. ეს არის, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნინო ლომჯარია ამბობდა, ასეთ ყოფას სჯობია, ბომბები გვეცემოდესო და ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებოდნენო. ეს ერჩივნა მას. ეს უნდოდათ, მოეწყოთ და ქართველმა ხალხმა, მათ შორის ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა, ამის საშუალება არ მისცეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს
,,ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ თქვენ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებით, მთავრობამ საჭირო რეფორმების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს''- ჯესიკა როზენკრანცი
,,საქართველო ევროკავშირის გზას შორდება''- ბენჟამინ ჰადადი
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა
სპეკულაცია და ტყუილია, რომ უცხოეთში მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ცხოვრობენ და ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება ეზღუდება -არჩილ გორდულაძე
სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელიც იქ უნდა მოიხადოს, ის პოლიტპატიმარი არ არის -გიორგი შარაშიძე
თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში-ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძეზე
ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამ საქმეში ამხელს საკუთარ თავს, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს, რათა ქვეყანა აერიათ-შალვა პაპუაშვილი
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა-შალვა პაპუაშვილი
გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით - კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი