,,საქართველო ევროკავშირის გზას შორდება''- ბენჟამინ ჰადადი
საქართველო ევროკავშირის გზას შორდება, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული გზის მხარდამჭერია.
„ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გზავნილი გაფართოების ანგარიშში იყო საკმაოდ მკაფიო, რომ „ქართული ოცნების“ საქციელი, ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის, რის გამოც ვწუხვართ, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს ღრმა მისწრაფებაა. ეს არის მისწრაფება, რომელსაც საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც ხდება, არჩევნებიდან დაწყებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლიბერალური უკუსვლით დამთავრებული, ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს“, – განაცხადა ბენჟამინ ჰადადმა.
ამასთან, ბენჟამინ ჰადადმა მმართველ პარტიას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მთლიანად შეცვალოს საკუთარი პოზიცია, ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს და დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის ერთადერთი გზა, ქვეყანა ევროპულ მისწრაფებას დაუბრუნდეს. სხვა შემთხვევაში, ეს პროცესი გაიყინება“, – აღნიშნა ბენჟამინ ჰადადმა.
მსგავსი სიახლეები
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს
,,ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ თქვენ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებით, მთავრობამ საჭირო რეფორმების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს''- ჯესიკა როზენკრანცი
,,საქართველო ევროკავშირის გზას შორდება''- ბენჟამინ ჰადადი
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა
სპეკულაცია და ტყუილია, რომ უცხოეთში მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ცხოვრობენ და ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება ეზღუდება -არჩილ გორდულაძე
სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელიც იქ უნდა მოიხადოს, ის პოლიტპატიმარი არ არის -გიორგი შარაშიძე
თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში-ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძეზე
ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამ საქმეში ამხელს საკუთარ თავს, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს, რათა ქვეყანა აერიათ-შალვა პაპუაშვილი
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა-შალვა პაპუაშვილი
გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით - კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი