,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი

რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ რუსეთისა და ნატო-ს ომი 2029 წელს დაიწყოს.

„მსგავსი მილიტარისტული და სამხედრო რიტორიკა სულ უფრო ხშირად ისმის ევროპული დედაქალაქებიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთსა და ნატო-ს შორის სამხედრო კონფრონტაციის შესაძლებლობებზე პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა. „ეს საკითხი სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებს და სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მიახლოებით შეაფასონ, როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ შეეძლება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას დაარტყას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს შეიძლება, მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – განაცხადა პისტორიუსმა.





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება
გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
,,არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად''- პიტერ სიიარტო
,,ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას''- გიდეონ საარი
,,უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი