,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა.

აღნიშნული განცხადება მერცმა ბერლინში, ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გერმანიის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ევროკავშირში აუცილებელია რეფორმების გატარება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გადაიქცა „ბიუროკრატიულ მონსტრად, რომელიც თავისუფლებების გაფართოების ნაცვლად, მათ სულ უფრო მეტად ზღუდავს“.

მერცის თქმით, ევროკავშირში დღეს მოქმედი რეგულირების ხარისხი აფერხებს განვითარებას და ამცირებს ევროკავშირის ეკონომიკის მოქნილობას.

ფრიდრიხ მერცმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა სპეციალური სამიტი, რომელიც კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საკითხებს ეხება. აღნიშნული სამიტი მერცის ინიციატივით 12 თებერვალს უნდა გაიმართოს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს „უნიკალური წარმატების ისტორია“ უწოდა, რომელსაც ახლა, მერცის თქმით, „ზედმეტი ბიუროკრატიის“ გამო, საფრთხე ემუქრება. როგორც მერცმა აღნიშნა, ევროკავშირის მომავლისთვის ბრძოლა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მისთვის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს.

ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოდერნიზაცია ეროვნულ დონეზეც, რათა გერმანიის ეკონომიკა გაძლიერდეს. ამასთან, მერცის განცხადებით, ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაში გაჩნდა „ღრმა განხეთქილება“, რომელიც „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითქმის ყველაფერს, რაც ათწლეულების განმავლობაში სწორად და საჭიროდ მიიჩნეოდა“.

მერცმა ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით და მსოფლიოს წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც, მისივე თქმით, ერთიან ევროპულ პასუხს მოითხოვს.





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება
გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
,,არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად''- პიტერ სიიარტო
,,ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას''- გიდეონ საარი
,,უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი