,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.
„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა - ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს 3 ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს