ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში.
„თავის დროზე ამ ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი. ამაზე არის საუბარი მათ შორის პარლამენტარების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. ეს იყო ჩვეულებრივი, გარედან ინსპირირებული ღალატი. ჯერ ჩატარდა ე.წ. არჩევნები, რეალურად, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რასაც მხარს უჭერდა მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმი. ამის შემდეგ მიღებული იქნა კანონი, შემდეგ დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულება და გაჩნდა ჩვენს კანონმდებლობაში ტერმინი, „სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია". ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრებით, რომ სიტყვათა წყობა „სამხრეთ ოსეთი" არ გამოიყენონ, გამოიყენონ ცხინვალის რეგიონი და ჩვენ თვითონ კანონმდებლობაში ვიყენებთ „სამხრეთ ოსეთს". მაგალითად დღემდე რომ ნახოთ ბიუჯეტის კანონი, პირდაპირ წერია ასეთი სიტყვათა წყობა - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია". თქვენ ამ ადმინისტრაციის ვებ გვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, დღემდე ჰქვია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია". სიტყვა „ყოფილიც" კი არ არის ნახმარი. ჩადენილი იქნა ღალატი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით. ამისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მანამდე იქნა მიღებული და ამაში საკვანძო როლი შეასრულა საზღვრების აღდგენამ და „სამხრეთ ოსეთის" სამართლებრივად გაფორმებამ ამ რეჟიმის მიერ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლომდე უნდა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში.
„სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული პრეზიდენტის არჩევნები. ამის თანამონაწილე იყო ქალბატონი სალომე სამადაშვილი და ახლა უსუსური განცხადებებით ცდილობს თავი იმართლოს. საზღვრების აღდგენას რაიმე გამართლება ჰქონდა? თავის დროზე ახალგორის მუნიციპალიტეტი მიიჩნეოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილად და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის დაქვემდებარებაში იყო ეს მუნიციპალიტეტი და აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ხომ ცალსახა ღალატია და როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში? მითუმეტეს, რომ უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 90-იანი წლებიდნ მოყოლებული, ტერიტორიული მოწყობა შეიძლება გადაისინჯოს, მხოლოდ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგიონულ დონეზე ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმონაქმნის შექმნა ეს არის ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვა და ამას კანონის დონეზე ვერ გააკეთებ, თუმცა, ეს გააკეთეს, დაარღვიეს კონსტიტუცია და დღემდე ასე ხდებოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევით არსებობდა საქართველოში ისეთი ერთეული, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ჩვენს სამართლებრივ წესრიგში. უნდა აღდგეს ბოლომდე კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში. იქვე ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომ ძალაში რჩება ოთხივე მუნიციპალიტეტი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად, უკვე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით აირჩა იქ მცხოვრები მოსახლეობის მიერ და რომელიც დევნილობაში ფუნქციონირებს. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, ორგანოების ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის იქ არჩეული, ეს არის სწორედ ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტი და ასე უნდა იყოს მოწესრიგებული სისტემა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს