,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში "კოლექტიური ნაცმოძრაობა", ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ გზავნილებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ არაერთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიუღიათ წარსულში, არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, ვნახოთ. მუდმივად ცდილობენ, დააშანტაჟონ საქართველოს მოსახლეობა. ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, უფრო სწორად ის არაფორმალური მმართველები, რომლებიც დგანან მათ უკან, ქართველ ხალხს იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში "კოლექტიური ნაცმოძრაობა". ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის ეს მიდგომა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ამიტომ მე მგონია, რომ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩინოვნიკები,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს