ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ოპოზიციის ლიდერებისთვის, მათ შორის, სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა ერთობლივად.
„ყველაფერს სჭირდება თავისი მომზადება, თავისი კონტექსტი. ამ შემთხვევაში, რეალურად, გამოჩნდა რესურსი სამართალდამცავ სისტემაში იმისათვის, რომ სრულად ეზრუნათ მათ სამართლებრივი პრინციპების დაცვაზე.
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. სახელმწიფოს სჭირდება ძლიერება იმისათვის, რომ ბოლომდე იზრუნოს სამართლებრივი პრინციპების და სამართლის უზენაესობის დაცვაზე. დღეს არის ასეთი პირობები შექმნილი, რა პირობებიც არ იყო მანამდე შექმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას უწევდა მუდმივ ჭიდილში და ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ყოფნა. რა თქმა უნდა, ზეწოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ბრალს, არა ბრალი არის მძიმე, არამედ მძიმეა ის ქმედებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ბრალს, უმძიმესი ღალატი. რეალურად, აქ არის საუბარი უმძიმეს ღალატზე, რომელსაც ისინი ჩადიან განგრძობითად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ქმედებებს უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის შეფერხება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერი სხვა რომ გვერდზე გადავდოთ. თავიდანვე, პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. მერე სცადეს რევოლუციის მოწყობა, როდესაც უსამართლოდ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე შეიქმნა ამ 12 პუნქტის გარშემო სამუშაო ჯგუფები და ამ ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადეს. რა საფუძველი ჰქონდა ამ ბოიკოტის გამოცხადებას. ჩვეულებრივი საბოტაჟი იყო. პირდაპირ წავიდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც ქვეყანას უნდა მიეღო და შემდეგ დიდი ბრძოლით გამოვტყუეთ, ასე ვთქვათ, გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი ევროპული ბიუროკრატიისგან. შემდეგ გაგრძელდა ეს მოლაპარაკების გახსნა და იქაც საუბარი იმაზე, რომ არ ეკუთვნის საქართველოს მოლაპარაკების გახსნა და ა.შ. მუდმივი საბოტაჟი, გამოხატული სხვადასხვა ფორმით, როგორც რიტორიკით, ისე სამუშაო ჯგუფების საბოტაჟით და ა.შ. ეს ხომ ხელის გულზე გაშლილი ღალატი იყო. თვითონ ბრალი კი არ არის მძიმე, ის ქმედებებია მძიმე, რაც ამ ბრალს დაედო საფუძვლად. მუდმივად საუბარი იმაზე, რომ უნდა დასანქცირდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, უნდა დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს ხომ ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა თავისი სამართლებრივი შეფასება და სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა პროკურატურამ. დანარჩენი არის სამართლებრივი სისტემის საქმე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სისტემა, ის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს