ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ. 

 

„გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო ეს ხალხი, როდესაც შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 8 ათასი კაცი იყო შეკრებილი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დამხობის აქციას. როგორც კი ჩავარდა ეს აქცია, მაშინვე ყველა გაემიჯნა, არავის არ უნდოდა ორგანიზატორების ბედის გაზიარება. ფაქტი ფაქტად დარჩა, აჟიტირებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, ელოდებოდა საკუთარ ბედის გაღიმებას და ბოლოს დარჩა გაწბილებული. ამ გაწბილების შემდეგ გაემიჯნა ამ აქციას. ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა. აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა იმ აქციას, მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში. ეს არის მათი სახე. ესეც კი არ იციან, რომ როდესაც ვიღაცას მიჰყვები დამხობის აქციაზე, ბოლომდე მაინც გაჰყვე. აბსოლუტურად ამორალური ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს მორალზე ელაპარაკო. ყველამ ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური წარსულის და აწმყოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მათ სცადეს, ხელისუფლების დამხობა შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, მოაზრებული ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა როგორც პირველი გამარჯვება და მერე ჰქონდათ სისტემის ჩამოშლის იმედი, ესეც აბსურდია და ვერ მიაღწევდნენ, თუმცა ასეთი გეგმა იყო.

 

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა უნდა ყოფილიყო პირველი გამარჯვება და ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ სხვა ადმინისტრაციული შენობების აღება. ჩვენ ვიყავით სრულად მობილიზებული და სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, იმთავითვე განწირული იყო ეს გეგმა. ფაქტია, რომ 8 ათასი აჟიტირებული ადამიანი მონაწილეობდა ამ გეგმის აღსრულებაში, შესაბამისად, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი, როგორია ოპოზიცის სახე, როგორია სახელმწიფოს პოზიციები. სახელმწიფო არის ძლიერი და ოპოზიცია არის არა მარტო სუსტი, არამედ სრულიად არაკეთილსინდისიერიც. ამის გამოხატულება იყო ის პროცესები, რომლებიც შემდეგ გაგრძელდა. დღეს ხედავთ, რომ 150 უცხოელი აგენტის გარდა, რეალურად არავინ აქტიურობს ქუჩაში და მათი აქტიურობაც არის რადიკალურად დასუსტებული. ასე გაგრძელდება ეს პროცესები, ვერავინ მისცემს 150 უცხოელ აგენტს სამი მილიონ 900 ათას ადამიანზე ძალადობის საშუალებას. ეს არ ის ჩვენი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, ბოლომდე გავიტანთ ამას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს