,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის.
„შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის, საფუძვლების მომზადების თვალსაზრისით. მთავარია, როდესაც რაიმე საკითხზე იმართება დისკუსია, ორ მხარეს იყოს არგუმენტები. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, ციფრებით არგუმენტებით და მეორე მხარეს არის ცარიელი გზავნილები, ტყუილებზე აგებული, არავითარი ფაქტები, არავითარი მტკიცებულებები, არავითარი არგუმენტაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ესეც უნდა შეიცვალოს. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით, მაშინვე თვითონ დისკუსიის შინაარსიც უნდა ჩანაცვლდეს. ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ ჩვენ, დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ თუნდაც ძალიან მწვავედ, მაგრამ არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. სად არის არგუმენტები. პარლამენტში რომ იყვნენ 3 წელი იქაც კი არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, არავითარი ფაქტები, ცარიელი, უხეში განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია. რეალურად, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა. რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში. შეუძლებელია ხომ ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდების საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. დღეს კი გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა გვქონია. შვიდივე გამოწვევა არის ისე განსაზღვრული, რომ ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოვისმენდით აქამდე. როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას სჭირდება დაპირისპირება. აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება, არის უბრალოდ მშრალი საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი სხვაობა,"- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს- ირაკლი კობახიძე -
ირაკლი კობახიძე - როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ
,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში - ეს არ გამოვა''- პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე
,,უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი
სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები - პრემიერი
,,პეტერ ფიშერი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს''- ირაკლი კობახიძე
,,ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე''- პრემიერი
,,ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე''-ირაკლი კობახიძე
,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება''- ირაკლი კობახიძე
,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება ''- ირაკლი კუპრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს