"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
„ევროპას უკრაინისათვის ფულის გამოძებნა უჭირს. ბრიუსელისათვის ყველაზე იოლი და სასურველია კიევის დასახმარებლად რუსული აქტივები გამოიყენოს, მაგრამ ის, რაც ერთი შეხედვით იოლი ჩანს, სინამდვილეში ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ“ (ავტორი - პაოლა ტამა).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის დაფინანსების სამი ვარიანტი შესთავაზა: ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსს“ რედაქციას ხელში ჩაუვარდა, ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა 135,7 მილიარდი ევრო მომავალი ორი წლის განმავლობაში. ამ თანხების მოსაგროვებლად აუცილებელია: ა) ეროვნული გრანტები, ბ) ახალი ერთობლივი შიდა სესხი და გ) გაყინული რუსული აქტივებით სარგებლობა.
ამ წერილის მიზანია გააძლიეროს ზეწოლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ხელისუფლებებზე და აიძულოს ისინი დათანხმდნენ „სარეპარაციო კრედიტს“ 140 მილიარდი ევროს მოცულობით. ევროკომისიამ ასეთი წინადადება ადრეც წამოაყენა, მაგრამ ბელგია ინიციატივას ბლოკავს, რადგან შიშობს, რომ რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემა არასასიამოვნო იურიდიულ და ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს. არადა, ევროკავშირის წევრებს არც ორმხრივი გრანტები და არც შიდა ვალის გაზრდა არ უნდათ.
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები 190 მილიარდი ევროს მოცულობით ბელგიის ცენტრალურ დეპოზიტარ კომპანია Euroclear-ში ინახება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობამ, ასევე ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ გაიზიარონ ის ფინანსური რისკები, რომელიც რუსული აქტივების დახარჯვას მოჰყვება და საჭირო შემთხვევაში უზრუნველყონ უკრაინისათვის გადაცემული რუსეთის ფულის დაბრუნება დეპოზიტართან. თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს, თუ რუსეთი ომის შემდეგ კიევს რეპარაციას გადაუხდის და მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ საჩოთირო საკითხია - რუსეთმა რომ უკრაინას რეპარაცია გადაუხადოს, კრემლი ომში უნდა დამარცხდეს, მაგრამ დამარცხდება? ამიტომ ბელგია ყოყმანობს.
ბელგიის შიშები რომ გაფანტოს და წლის ბოლომდე შესაბამისი შეთანხმების დასადებად ნიადაგი მომზადდეს, ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის წერილში პირობას იძლევა, რომ შეისწავლის „დამატებით სამართლებრივ გარანტიებს“, მათ შორის იმასაც, რომ ევროკავშირის სხვა წევრებმა გაიზიარონ ბელგიის სავარაუდო ზარალი და პასუხისმგებლობა რუსუსლი აქტივებით სარგებლობის გამო. ამასთან, ევროკომისიის ხელმზღვანელი წერილში ხაზს უსვამს, რომ რისკების სრული განეიტრალება შეუძლებელია და რომ ღიად რჩება საკითხი, თუ კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ევროპის ქვეყნებს ამ მძიმე ტვირთის ზიდვა. „სიფრთხილის ყველა ზომის მიუხედავად, უყურადღებოდ არ უნდა იქნას დატოვებული პოტენციური გვერდითი ეფექტები, მათ შორის ფინანსური ბაზრებისათვის, თუ „სარეპარაციო კრედიტი“ ნეგატიურად იქნება აღქმული - თითქოსდა რუსული აქტივები თვითნებურად და უკანდაუბრუნებლად იხარჯება“, - აღიარებს ურსულ ფონ დერ ლაიენი წერილში.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა, თავის მხრივ, მოუწოდა ევროკავშირის ყველა წევრს, რომ მხოლოდ ბელგიაც კი არ უნდა მოსთხოვონ რუსული აქტივების უკრაინისადმი გადაცემა, არამედ სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, საფრანგეთს, სადაც კომერციულ ბანკებში რუსეთის კუთვნილი 19 მილიარდი ევრო ინახება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი დაეთანხმა ბელგიელი პრემიერის თვალსაზრისს და განაცხადა, რომ თუ სხვა ქვეყნებიც ბელგიის მსგავსად მოიქცევიან, მაშინ უკრაინისათვის 210 მილიარდი ევრო შეგროვდება. მისი თქმით, „სარეპარაციო კრედიტი“ რომ კონფისკაციად არ შეფასდეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სხვა სახელმწიფოებმაც უნდა მიბაძონ, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. სხვათა შორის, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც თანხმობა განაცხადეს.
როგორც ცნობილია, რუსული აქტივებიდან 42 მილიარდი ევრო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებშია გაყინული, ევროკავშირის მიღმა. ასე, მაგალითად, 5 მილიარდი დოლარი აშშ-შია, 33 მილიარდი კი იაპონიაში.
მაგრამ რუსული აქტივები უკრაინისადმი გადაცემას ეწინააღმდეგება აგრეთვე ლუქსემბურგიც, რასაც იმით მოტივირებს, რომ რუსეთთან ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება აქვს დადებული, რომლის დარღვევა სასამართლო გარჩევებს გამოიწვევს. მსგავსი შეთანხმება აქვს დადებული რუსეთთანაც ბელგიას.
თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ურჩია ლუქსემბურგის და ბელგიას, რომ აღნიშნული შეთანხმებების დენონსაცია განახორციელონ, რათა შესაძლო იურიდიული რისკები შეამცირონ. ბელგიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა შექმნილი სიტუაციისათვის, დუმილი არჩია. ასევე უარი განაცხადა კომენტარებზე კომპანია Euroclear-ის ხელმძღვანელობამაც.
მსგავსი სიახლეები
"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
"ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები" -El Tiempo
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად"-Handelsblatt
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph
"შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს"-Financial Times
"სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?"-The Daily Telegraph
„ვიზიტი "თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა" -BBC
"ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა" -Allgemeine Zeitung
"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde
"რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში"-The Spectator
"პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული"-Deutsche Welle
"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები"- რას წერს უცხოური პრესა
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times
"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
ილონ მასკის "გროკიპედია" მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times
ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს - 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico
"ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი": სად "გადაასახლეს" ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის"-BBC
"ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს"-The Wall Street Journal