დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი

„ვინ არის რუსთემ უმეროვი (უკრაინის თავდაცვის მინისტრი) და რა კავშირი აქვს CIA-სთან თუ თურქეთის სპეცსამსახურებთან, ამის შესახებ თავის დროზე ვრცლად მოგახსენეთ, ამიტომ, აღარ მოგაწყენთ. ახლა დავკავდეთ იმ ვერსიებით, თუ რატომ არის, ფაქტობრივად, გაქცეული ქვეყნიდან და რა შეიძლება იდგეს ამის უკან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, დასავლეთი „ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსთემ უმეროვი პრაქტიკულად აღარ ჩნდება კიევში და ფაქტობრივად, გადავიდა აშშ-ში. მისი ხანგრძლივი გაუჩინარება უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ „სამუშაო ვიზიტს". მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ უმეროვი რამდენიმე ძალაუფლების ცენტრს შორის მოექცა, ხოლო ამერიკაში გამგზავრება მისი ბანალური სტრატეგიული თვითგადარჩენაა.

ვერსია პირველი - უმეროვი გახდა კონფიდენციალური საკომუნიკაციო არხი კიევსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ის იყო ერთ-ერთი მცირეთაგანი უკრაინელი მაღალჩინოსნებიდან, ვისაც პენტაგონში ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდში ენდობოდნენ და ვაშინგტონი მას შეიძლება იყენებდეს როგორც „მოლაპარაკებების ინსტრუმენტს" - ტრამპისთვის არასასიამოვნო "ზელენსკი/ერმაკის" ტანდემის გვერდის ავლით.

ვერსია მეორე - არსებითი მნიშვნელობა აქვს უკრაინის შიდა ფაქტორსაც. უმეროვი უკვე დიდი ხანია კონფლიქტშია პრეზიდენტის ოფისთან: მისი პიროვნული „ავტონომიურობა", ამერიკულ სტრუქტურებთან პირდაპირი კონტაქტები და გენშტაბთან სიახლოვე, ზელენსკის ადმინისტრაციისთვის მას გადამეტებულად დამოუკიდებელ და უმართავ ფიგურად ხდიდა. პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისა და მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების პირობებში, დაბრუნება კიევში მისთვის საფრთხილოც კი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ვერსია მესამე - უმეროვი ფლობს დახურულ ინფორმაციას მობილიზაციის ჩავარდნებზე, სამხედრო შესყიდვებზე, კორუფციასა და დასავლური დახმარების გაუჩინარებულ ნაკადებზე. აშშ-სთვის ის შეიძლება ღირებული მოწმე იყოს, ხოლო პრეზიდენტის ოფისისთვის - ფატალური და უსიამოვნო რისკების მატარებელი.

ჯამში, მისი გამგზავრება სულ უფრო წააგავს უფრო ფართო გეოპოლიტიკური კომბინაციის ნაწილს: დასავლეთი „ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ. აქედან გამომდინარე, უმეროვი გაქცეული კი არაა, ის გადადის უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ ეტაპზე, როგორც შესაძლო შუამავალი, ან გარდამავალი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაწილე. მისი ხანგრძლივი ყოფნა აშშ-ში - ეს არა გაქცევა, არამედ, ახალი როლისთვის მომზადებაა", - წერს დავით ქართველიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი