ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს, დაახლოებით, 7,5 პროცენტით გაიზრდება
ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7,5 პროცენტით გაიზრდება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის კონკურენტული უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალ კაპიტალურ ხარჯებზე, რომელთაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული იქნება.
მინისტრის მოადგილემ ასეთ პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. „ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ანგარიშში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი ევროკომისიის მიერვე გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.
მსგავსი სიახლეები
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ნოემბერს
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია "AI და ..."იწყება
თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში - „ახალი ატრიუმი“ - გაყიდვები განახლდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 ნოემბერს
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.6 პროცენტით გაიზარდა-საქსტატი
მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.3 პროცენტამდე შემცირდა -საქსტატი
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია
მარიამ ქვრივიშვილმა Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტთან კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს, დაახლოებით, 7,5 პროცენტით გაიზრდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ნოემბერს
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ნოემბერს
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა