დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.
ტრამპის თქმით, მადლობას უხდის საუდის არაბეთის პრინცს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე თანხმობისთვის. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას დათანხმდით. და რადგან საუდის არაბეთის პრინცი ჩემი მეგობარია, შესაძლოა, ის ტრილიონად აქციოს. მე ამაზე ვიმუშავებ. ეს 600 მილიარდი დოლარია, თუმცა შეიძლება, რიცხვი ცოტათი გაიზარდოს. ვნახოთ, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. საუდის არაბეთი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში და სამუშაო ადგილებში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მოჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა დღეს ან ხვალ ეს თანხა ტრილიონამდე მართლაც გაზარდოს.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრ კარგ რამეს აკეთებთ, კარგ საფუძველს ქმნით ეკონომიკური ზრდისთვის, შეერთებულ შტატებში ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე, მუშაობთ მსოფლიო მშვიდობისთვის. მჯერა, დღეს ან ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის თითქმის ერთ ტრილიონამდე გაზრდას“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.
მოჰამედ ბინ-სალმანს დონალდ ტრამპმა მიმართა კითხვით: „შენ ახლა ამბობ, რომ 600 მილიარდი დოლარი ერთი ტრილიონი გახდება?“, – რაზეც მოჰამედ ბინ-სალმანმა უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება
გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
,,არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად''- პიტერ სიიარტო
,,ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას''- გიდეონ საარი
,,უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი