უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც ძირითადად დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული, პოლონეთმა საჰაერო ავიაცია აამოქმედა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პოლონეთში გამანადგურებლები აფრინდნენ.
„პოლონეთისა და მოკავშირეების საჰაერო ძალები ჩვენს საჰაერო სივრცეში მოქმედებენ. პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. გამანადგურებლები და ადრეული შეტყობინების თვითმფრინავები აფრინდა, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის დაზვერვის სისტემები მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მოყვანილი. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე," - აღნიშნულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
,,ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა გარკვეული ტერიტორია და იარაღის ნაწილი დათმოს''- „როიტერი”
,,ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პოლონეთი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის, დასაცავად 10 000 ჯარისკაცს განათავსებს
ეუთოს სპიკერი სიცრუეს უწოდებს თინა ბოკუჩავას განცხადებას, თითქოს ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
,,ბრიუსელს სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯები ჩვენმა შვილიშვილებმა გადაიხადონ''- ორბანი
პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის საპასუხოდ ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს ხურავს
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება