ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს

2025 წლის 18 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

„გენერალური მდივნის 32-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ასახავს 2025 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს.

32-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ. მან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობას", - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიესალმებიან გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებულ ანგარიშის მიღებას.

„ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის უკანონო ქმედებებზე. ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს და ხაზი გაუსვა აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას და 65-ე რაუნდს. დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებულ ანგარიშის მიღებას და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგულარულად განხილვის მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს
,,ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს''- ევროპარლამენტის წევრი, მაიკლ ფონ დერ შულენბურგი
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს
„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია, დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება“ - გია ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ
ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა - მარტა კოსი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, "ჩენდლერის ინსტიტუტის" რეიტინგში მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის-ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს, თუ გნებავთ, ამას დაარქვით "კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა"-მიხეილ სააკაშვილი
არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს -ნინო წილოსანი
ვერ ვხვდები, „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით „ოცნებას“ რა აქვს დასამალი, რაღაც საკითხებს საიდუმლოდ ტოვებენ, ე.ი. ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტებია, რომელთა გასაჯაროებაც არ აწყობთ -გიორგი შარაშიძე
გაფართოების შეხვედრაზე ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან -მაკა ბოჭორიშვილი
ასე რომ დაეცვათ ამერიკული ინვესტიცია, როგორც არაბულს იცავენ, ანაკლიაში დღეს პორტიც გვექნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და უსაფრთხოების გარანტიაც -"ლელო - ძლიერი საქართველო"
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს- ირაკლი კობახიძე
,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე