ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

„იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე, ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია, რათა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

„აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ, განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს
,,ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს''- ევროპარლამენტის წევრი, მაიკლ ფონ დერ შულენბურგი
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს
„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია, დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება“ - გია ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ
ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა - მარტა კოსი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, "ჩენდლერის ინსტიტუტის" რეიტინგში მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის-ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს, თუ გნებავთ, ამას დაარქვით "კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა"-მიხეილ სააკაშვილი
არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს -ნინო წილოსანი
ვერ ვხვდები, „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით „ოცნებას“ რა აქვს დასამალი, რაღაც საკითხებს საიდუმლოდ ტოვებენ, ე.ი. ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტებია, რომელთა გასაჯაროებაც არ აწყობთ -გიორგი შარაშიძე
გაფართოების შეხვედრაზე ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან -მაკა ბოჭორიშვილი
ასე რომ დაეცვათ ამერიკული ინვესტიცია, როგორც არაბულს იცავენ, ანაკლიაში დღეს პორტიც გვექნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და უსაფრთხოების გარანტიაც -"ლელო - ძლიერი საქართველო"
მარიამ ქვრივიშვილი - იგლ ჰილსი - სარგებელი ქვეყანას
,,ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში''- პრემიერი