ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი

დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებაზე, შეურაცხყოფაზე, გაუპატიურებასა თუ მკვლელობაზე, რამდენადაც ბრძოლის „ანთროპოლოგიურ" და ფსიქოლოგიურ მეთოდებზე, რამაც უკიდურესად გადაღალა ჩვენი დასუსტებული, დაყოფილი და სულიერად გამოშიგნული სოციუმი - ფსიქოლოგიურად გამოფიტა იგი", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს.

„არ მიყურებია გუშინდელი მატჩისთვის - ვიცოდი რა, თუ როგორ დასრულდებოდა. და აქ არც მოთამაშეების, არც მწვრთნელის მიმართ მაქვს პრეტენზია. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყოველივეს, რითაც საზრდოობს დღეს ქვეყნის საზოგადოება. და დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებაზე, შეურაცხყოფაზე, გაუპატიურებასა თუ მკვლელობაზე, რამდენადაც ბრძოლის „ანთროპოლოგიურ" და ფსიქოლოგიურ მეთოდებზე, რამაც უკიდურესად გადაღალა ჩვენი დასუსტებული, დაყოფილი და სულიერად გამოშიგნული სოციუმი - ფსიქოლოგიურად გამოფიტა იგი. მით უმეტეს, როდესაც ეს ზემოქმედება გრძელდება პირდაპირი გაგებით და ინტენსიურად უკანასკნელი 5 წელი, /365/7/24 რეჟიმით, გამრავლებული ერის მაქსიმალურ სულიერ სიცარიელესა და რწმენა/დეფიციტზე.

არც „უნგრეთი-ირლანდიისთვის", თუ „შოტლანდია-დანიისთვის" მიყურებია, მაგრამ ფბ-ზე დადებული იმ ფრაგმენტებიდანაც ჩანს, რომ თითქოს გაცოცხლებული „კელტები" თუ „ვიკინგები" საკუთარი წინაპრების რეინკარნირებული სულით და სიმამაცით გადიოდნენ „ბრძოლის ველზე". არ ვიცი, ჩვენს ნიჭიერ და საყვარელ ბიჭებში თუ ამოიკითხეს „დიდგორის", „მეტეხის ხიდის" თუ „კრწანისის" შთამომავლები - მე ეს ვერ მოვახერხე. და ვერც ერთი „სანიოლი" თუ „გვარდიოლი" საქმეს ვერ უშველის. სხვა რამ გვაქვს დასაძლევი ქართველებს - ჩვენ რეალურ მენტალურ კრიზისში ვართ შესულები და შემდგომი, შიდა თუ საგარეო ბუნდოვანი პოლიტიკური განვითარების ჩიხში. ჩვენ გვამარცხებენ ძალზე მზაკვრული ილეთებით და არანაირი ქმედითი წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან არ ჩანს.

ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა და ფასეულობები, რომლებიც ამ ხელოვნურად შექმნილი „პოლარიზაციიდან" გამოგვიყვანენ - ღვაწლზე, ძალისხმევასა და საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე გადის, რაც არ გვინდა. გინდ ნიჭიერი, გაუმაძღარი, მოღალატე კორუფციონერების, გინდ ქრისტეს მიღმა მცხოვრებ „რა გვეშველება" სეგმენტის დონეზე. დიახ, კვლავ და კვლავ (არ დავიღლები) - ლოცვაზე და მარხვაზე გადის ვითარების გამოსწორება, რაც არ გვინდა. მით უმეტეს, რომ „დოროთეებიც" ზუსტად ამას ქადაგებენ: არც ილოცოთ და არც იმარხულოთო. შეიძლება ირლანდიელს, ან შოტლანდიელს სხვა სიღრმისეული ძალები აძლიერებენ - ქართველების გადარჩენა მხოლოდ სახარებასა და ეკლესიაშია, რომლებიც მიტოვებული გვაქვს. ეშმაკს - ეშმაკის ძალით ვებრძვით.

და დიახ, ნაძირალაა ყველა, ვინც დღეს კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით და დაფინანსებით, ყოველდღიურად ცდილობს გახლიჩოს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით; ნაძირალაა ყველა, ვინც ადამიანში უფლის მიმართ უნდობლობას აღვივებს; ვინც არა მატერიის სულიერებაზე, არამედ, სულის მატერიალიზაციაზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს. თანდათანობით, ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ, ქრისტეს მიღმა ცხოვრება ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. აქ გადარჩენა ინდივიდუალურ დონეზე ჯერ კიდევ შეიძლება, თუ კი ტოტალურ გარე ურწმუნოებასა და ცხონებისკენ თქვენს მისწრაფებას შორის „დამცავ კაფსულას" ააგებთ. მაგრამ ასეთ პირობებში ეროვნული, კოლექტიური გადარჩენა გაჭირდება. ასე რომ, სანიოლს თავი დავანებოთ", - წერს დავით ქართველიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი