Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა

ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა, თუმცა, გასული წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს შეფასება ოთხი ქულით გაუარესდა და ამჟამად მას 100-დან 70 ქულა აქვს მინიჭებული. ამის შესახებ ნათქვამია Freedom House-ის 2025 ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ.

აღნიშნული ანგარიშით, ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით, საქართველო გლობალური რეიტინგის მოწინავე 20 სახელმწიფოს შორის რჩება. აღსანიშნავია, რომ კვლევა სულ 72 ქვეყანას აფასებს, რომელთაგან თავისუფალი ინტერნეტის სტატუსი 18-ს აქვს მინიჭებული.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ თავისუფალი ინტერნეტის სტატუსის მქონე 18 ქვეყნიდან ნახევარმა გასული წლის განმავლობაში უკუსვლა განიცადა და მხოლოდ ორ ქვეყანაში გაუმჯობესდა ამ კუთხით ვითარება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა, შემდეგ - გერმანიამ და აშშ-მა.

„„ქართულმა ოცნებამ" სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო. გერმანიის ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკოსებს აკრიტიკებდნენ, ხოლო ულტრამემარჯვენე აქტორების მხრიდან მუქარებმა ინტერნეტში თვითცენზურა კიდევ უფრო წაახალისა. აშშ-ში სამოქალაქო სივრცის მზარდმა შეზღუდვებმა ციფრული აქტივიზმის ჩახშობის საფრთხე შექმნა, რასაც თან ახლდა ინტერნეტში არაძალადობრივი გამოხატვისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებები. საქართველოში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა თავისი კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" ახალი კანონის 2024 წლის აგვისტოში ამოქმედების შემდეგ, რომელიც ავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ონლაინმედიას, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, დარეგისტრირდნენ სამთავრობო სისტემაში. 2024 წლის არჩევნების წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს რეიდები „ატლანტიკური" საბჭოს ორ მკვლევართან, რომლებიც საქართველოში გავლენის ონლაინოპერაციებს სწავლობდნენ. 2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა შეკრებისა და დემონსტრაციის კანონში შესწორებები მიიღო, რომლებიც ითვალისწინებს 45 დღემდე პატიმრობის სისხლისსამართლებრივ სასჯელს თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის. შემდგომ ეს შესწორებების გამოყენებულ იქნა იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრალის წარსადგენად, რომლებიც ინტერნეტში მთავრობას აკრიტიკებდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.

 

 





მსგავსი სიახლეები
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის-სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში-"ერაზმუსის" საქართველოს ოფისი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის სამმა კლინიკამ ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა
17 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდება არის მორიგი სიცრუე''- პენიტენციური სამსახური
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც''- მეუფე შიო
,,იმედი მაქვს, ესპანეთთან თამაში აღარასდროს მოგვიწევს, თუ მაინც შევხვდით, თამაშამდე პოსტს დავტოვებ“ – ვილი სანიოლი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს