დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახლველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, 100 მილიონი ლარით მეტია.
„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. ეს არის პირველადი ვარიანტი, იქნება განხილვები. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საკრებულოსთან და ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 082 482 000 ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლების წყაროების განაწილება ასეთია: საკუთარი შემოსულობები - 1 474 814 000 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 580 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (დღგ სესხის ფარგლებში) - 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი - 1 783 000 ლარი", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.
„2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 920 000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს - ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკი, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი პროექტი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 944 000 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით 50 091 000 ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება.
„რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილია საკრებულოში. ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტები. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რათა მათი თანადგომით შევძლოთ ამ პროექტების განხორციელება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის საბოლოო, უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
მსგავსი სიახლეები
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ნოემბერს
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია "AI და ..."იწყება
თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში - „ახალი ატრიუმი“ - გაყიდვები განახლდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 ნოემბერს
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.6 პროცენტით გაიზარდა-საქსტატი
მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.3 პროცენტამდე შემცირდა -საქსტატი
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია
მარიამ ქვრივიშვილმა Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტთან კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს, დაახლოებით, 7,5 პროცენტით გაიზრდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ნოემბერს
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ნოემბერს
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა