ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა - შპს „სამშენებლო კომპანია №1"-ის ხელმძღვანელებმა 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.

შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში სხვა შესაძლო მონაწილეების იდენტიფიცირებისა და დანაშაულებრივი სქემის სრულად გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე მოხდება მკაცრი რეაგირება.

 





მსგავსი სიახლეები
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი დააკავა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
ყველა პირი, რომელმაც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე თბილისში ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან პირობების დარღვევით განახორციელა, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე იკითხება
არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვისა და გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"ჰერმესის" თანამშრომელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
,,ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ''- ადვოკატი
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს