მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. 29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი სომხეთის რესპუბლიკაში. მსურს, დღევანდელი შესაძლებლობა გამოვიყენო და ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადავუხადო მადლობა თბილი მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„სასიხარულოა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა სამაგალითოა.

„საქართველო და სომხეთი, მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხვედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ – სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მყარ საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა. აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ, საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმებზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც მსურს, ბატონო პრეზიდენტო, მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას როგორც ჩემი, ისე ქართველი ხალხის სახელით“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ.

„შეხვედრის მიმდინარეობისას აღვნიშნე, რომ, სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ჩვენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განვაგრძობთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს
,,ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს''- ევროპარლამენტის წევრი, მაიკლ ფონ დერ შულენბურგი
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს
„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია, დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება“ - გია ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ
ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა - მარტა კოსი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, "ჩენდლერის ინსტიტუტის" რეიტინგში მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის-ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს, თუ გნებავთ, ამას დაარქვით "კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა"-მიხეილ სააკაშვილი
არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს -ნინო წილოსანი