,,ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით სტამბოლის პროცესის პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით გაგრძელების აუცილებლობას. გვჯერა, რომ სასარგებლო იქნება სტამბოლის პროცესის ხელახლა გააქტიურება უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც გადაჭრის მწვავე პრობლემებს. ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს. თუმცა, როგორც თურქეთი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რუსეთთან განვიხილოთ წინადადებები, რომლებიც დააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტას და გზას გაუხსნის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოკავშირის, ამერიკის, ჩართვას პროცესში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
„თურქეთის პრინციპული პოზიცია რუსეთთან ომთან დაკავშირებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჯერა თურქული დიპლომატიის ძალისა და მოსკოვში მისი გაგების უნარის. ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე პატიმრების გაცვლა განახლდება. თურქეთი ამ მხრივ დიდ მხარდაჭერას გვიწევს.
ჩვენ არსებითად ვისაუბრეთ დიპლომატიაში არსებულ ვითარებაზე. ახლა კი, ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად მშვიდობისკენ იყოს მიმართული – სამართლიანი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ომი უნდა დასრულდეს; მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომის წარმოებისა და მკვლელობების ჩადენისთვის ჯილდო არ შეიძლება იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
,,ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა გარკვეული ტერიტორია და იარაღის ნაწილი დათმოს''- „როიტერი”
,,ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პოლონეთი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის, დასაცავად 10 000 ჯარისკაცს განათავსებს
ეუთოს სპიკერი სიცრუეს უწოდებს თინა ბოკუჩავას განცხადებას, თითქოს ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
,,ბრიუსელს სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯები ჩვენმა შვილიშვილებმა გადაიხადონ''- ორბანი
პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის საპასუხოდ ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს ხურავს
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს
,,ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს''- ვლადიმერ პუტინი
პარიზში მაკრონის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა
ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს -დონალდ ტრამპი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
,, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა''- ფრიდრიხ მერცი
,,რუსეთში არ არიან ნატო-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად''- დიმიტრი პესკოვი
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიევი საფრანგეთისგან 100 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეისყიდის
უკრაინის კორუმპირებული მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს -პეტრო პოროშენკო
ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა -ვიქტორ ორბანი
სკოტ ბესენტი - იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება