20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გაითვალისწინეთ, რომ სერიოზული ურთიერთობების დასაწყებად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებისა და მოგზაურობებისთვის - გაჩნდება შესაძლებლობა, რომ თქვენი კავშირი კიდევ უფრო გაამყაროთ.

თქვენი ანალიტიკური უნარების წყალობით შეგიძლიათ ზედაპირულ, უშინაარსო საუბარშიც კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ადრე დაწყებული პროექტები სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

სატურნის ზემოქმედება საღამოს საათებში სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ, ამ დროს გვერდით მხიარული, ხალისიანი ადამიანები გყავდეთ.

კურო

პირად ცხოვრებაში სირთულეებია - გრძნობთ, რომ ისევ ნაცნობ პრობლემას შეეჯახეთ. ნუ იჩქარებთ მსხვერპლის როლის მორგებას. ეცადეთ, ცოტა ხანს „ჩრდილში“ მოექცეთ და საკუთარი შეხედულებები თავზე არავის მოახვიოთ.

ისარგებლეთ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგებით და სურვილი ჩაიფიქრეთ, მაგრამ ბედს ძალიან ბევრს ნუ მოსთხოვთ.

საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს იმუნიტეტზე დადებითად იმოქმედებს.

ტყუპები

ამ დღეს სასიყვარულო საქმეებში უფრო დამთმობი უნდა იყოთ. მუდმივი შენიშვნები და პრეტენზიები პარტნიორთან თქვენს ურთიერთობას ნამდვილად არ წაადგება.

შუადღე და საღამო ხელსაყრელია შოპინგისთვის და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ბედისწერის მცირე დარტყმები ნუ შეგაშინებთ - ისე იმოქმედეთ, როგორც სინდისი გიკარნახებთ. ბოლო დღეების უსიამოვნო მოვლენები უძილობას და თავის ტკივილს მოგიტანთ.

კირჩხიბი

შესაძლოა კოლეგის მიმართ, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, ძლიერი მიზიდულობა იგრძნოთ. კარგად დაფიქრდით ამ ურთიერთობისგან რას ელით და მოქმედებაზე მხოლოდ ამის შემდეგ გადადით.

ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ დაგეგმილი საქმე დროულად დაასრულოთ.

ახლობელ ადამიანზე ზეწოლამ შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს. ნუ ეძებთ რთულ გზებს იქ, სადაც გამოსავალი ცხვირწინ გაქვთ.

მოერიდეთ აზარტულ თამაშებს— დღეს იღბალი თქვენს მხარეს არ არის.

ლომი

პირად ცხოვრებაში ცვლილებებია შესაძლებელი. ეცადეთ, დროებით გატაცებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

ამ დღეს დასვენებას ვერ მოახერხებთ - მეტისმეტად ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯებს უნდა ერიდოთ — დღევანდელი შენაძენი ფულის წყალში გადაყრა გამოვა.

შეგიძლიათ გემრიელი საჭმლით სინდისის ქენჯნის გარეშე ისიამოვნოთ — ბოლოს და ბოლოს, დღეს ბევრი იშრომეთ და სიამოვნება დაიმსახურეთ.

ქალწული

ნუ იჩქარებთ ახლახან დაწყებული ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაყვანას. დაქორწინება მხოლოდ იმიტომ, რომ დრო გადის და ასაკი გემატებათ, ცუდი იდეაა.

სამსახურში კარიერული წინსვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელი გარკვეული დროის განმავლობაში უბრალოდ გაკვირდებათ.

ხელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის — ამ დღეს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება.

აქტიური ცხოვრების წესი არ დაივიწყოთ — სუფთა ჰაერზე თუნდაც მოკლე სეირნობა ჯანმრთელობისა და განწყობისთვის სასარგებლო იქნება.

სასწორი

ეს დღე საინტერესო და მოულოდნელი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. შესაძლებელია, დღეს თქვენში ჭკუის დამრიგებელმა გაიღვიძოს. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ „ბრძნული კომენტარებისგან“, რათა ახლობლები არ გააღიზიანოთ.

მიზნის მიღწევაში გამჭრიახობა და სწრაფი რეაქციის უნარი დაგეხმარებათ. მზე და მერკური თქვენს სიმამაცეს და გადაწყვეტილების მიღების უნარს გაზრდიან. ვენერა კი პარტნიორულ ურთიერთობებში მშვიდობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმა ან უმნიშვნელო საგზაო შემთხვევა. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად — პლანეტების განლაგება ხელს უწყობს მტკიცე კავშირების ჩამოყალიბებას. საღამოს საათებში პარტნიორთან ურთიერთობის დალაგებას და ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

სწრაფ მატერიალურ ზრდას ნუ ელით, მაგრამ შეგიძლიათ უკვე ახლა მომავალი ფინანსური კეთილდღეობისთვის საფუძვლის შექმნა დაიწყო.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები იშვიათად ავადდებიან და სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ რეგულარული სამედიცინო შემოწმება მაინც აუცილებელია.

მშვილდოსანი

თქვენ გელით რომანტიკული და ამაღელვებელი წუთები, რომლებიც განსაკუთრებულ სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან ურთიერთობაში ზედმეტ თავდაჯერებას და უხეშობას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია.

არსებობს ალბათობა, რომ თქვენი ფინანსურ თაღლითობაში ჩათრევა ან უბრალოდ მოტყუება სცადონ. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა საბუთი, რომელსაც ხელს აწერთ!

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას გეგმავთ, კვების მენიუ შეცვალეთ და კალორიების კონტროლი დაიწყეთ.

თხის რქა

შესაძლებელია სამსახურებრივი ფლირტი, რომელიც თქვენთვის უსიამოვნოდ დასრულდება.

პროფესიულ საქმიანობაში დაყოვნების ტაქტიკა აირჩიეთ და ინფორმაციის შეგროვება დაიწყეთ. მომდევნო კვირის დასაწყისისთვის ყველა გაუგებრობა ნელ-ნელა განიმუხტება. საკუთარი ნიჭის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ, განსაკუთრებით თუ ამისთვის შესაფერისი გარემო შეიქმნება. შეიძლება ისეთი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ, ვისაც თქვენთვის მაღალანაზღაურებადი სამსახურის შეთავაზება შეუძლია.

საღამოს იგრძნობთ, რომ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ - წყნარი და კომფორტული გარემო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ბოლო დროს მოწყენილობა და აპათია გეუფლებათ, რაც გარშემო მყოფებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გხდით. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეების დროა. შესაძლოა, ახალი ამბავი გაიგოთ, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს მნიშვნელოვნად შეცვლის.

კომერციასა და ბიზნესში წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თქვენი კავშირების სწორად გამოყენებას რამდენად შეძლებთ. მოუსმინეთ ფინანსური ექსპერტების რჩევებს, მაგრამ არც საკუთარი გამოცდილება დაივიწყოთ. თითოეული რჩევა კარგად შეაფასეთ და მხოლოდ ის აირჩიეთ, რაც თქვენთვის შესაფერისია. შეიძლება შანსი მოგეცეთ, რომ ერთობლივი საქმიანობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ.

თევზები

სასიყვარულო საქმეებში მოსალოდნელია წარმატება, თუმცა პლანეტები გირჩევენ, რომ პარტნიორზე ზეწოლას მოერიდოთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ახლობლებთან ურთიერთობები მოაგვაროთ და შერიგდეთ მათთან, ვისთანაც წვრილმანების გამო იჩხუბეთ.

 

დღეს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება არ ღირს, რადგან დასრულება გაგიჭირდებათ. გაუგებრობის ნიადაგზე მოსალოდნელია კონფლიქტები კოლეგებსა და ახლობლებთან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი პრემიის ან ბონუსის სახით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი ნიშნის წარმომადგენელთა ფინანსური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება, თუმცა ეს ფულის უაზროდ ხარჯვას არ ამართლებს.





მსგავსი სიახლეები
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის-სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში-"ერაზმუსის" საქართველოს ოფისი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის სამმა კლინიკამ ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა
17 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდება არის მორიგი სიცრუე''- პენიტენციური სამსახური
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც''- მეუფე შიო