,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონსტიტუციის მოთხოვნებთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კანონმდებლობა და ამას ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.
„რაც შეეხება ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვას, ეს მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი და ამ ღალატს უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ ღალატს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი როლი იმ ჯაჭვში, რომელმაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოიტანა ჩვენი ისტორიული რეგიონის, სამაჩაბლოს, ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სწორედ მაშინდელი სააკაშვილის რეჟიმის წახალისებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ხელშეწყობით. ამას დაემატა შემდეგ კანონის მიღება, პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა. პირდაპირ ასე უწოდებდნენ და დღემდე ასე ეწოდებოდა, კანონებშიც კი - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია". მათ აღადგინეს ის სახელწოდება და საზღვრები, რომელიც გაუქმდა 1990 წლიდან. ამ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებს მინისტრები ეწოდებოდათ. ხელმძღვანელს ეწოდებოდა პრეზიდენტი და ეს იყო ხელდასმული სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭეს სეპარატისტულ მთავრობას მაშინ და ამან გააადვილა ის, პროცესები, რომელმაც შედეგად მოიტანა ჩვენი ქვეყნის კონკრეტული რეგიონის, ისტორიული მხარის ოკუპაცია. ეს იყო ღალატი. ამ ღალატს რა თქმა უნდა, სჭირდება შემობრუნება და დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში. ჩვენ კონსტიტუციის მოთხოვნებთან უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში ჩვენი კანონმდებლობა და სინამდვილე და სწორედ ამას ემსახურება ის უპირობო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს