,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ერქვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების  გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. 


„როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს. ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ. რაც მათ გააკეთეს, რეალურად, ეს იყო საფუძვლების მომზადება ოკუპაციის შემდგომი გამართლებისთვის, რასაც ცდილობს დღემდე რუსეთის ფედერაცია, მაგრამ სწორედ ჩვენი ძალისხმევის გამო ამას წარმატებით ვერ ახერხებს. ყველანაირი საფუძველი მოუმზადეს მათ  ამისათვის, ყველანაირი პირობა შექმნეს. აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე ეხება დეოკუპაციის მიზანს, ბუნებრივია, ჩვენს მიერ ახლა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება სწორედ ამ მიზნისკენ უკეთესი პერსპექტივებით სვლას. რა თქმა უნდა, ძალაში არ შეიძლება დარჩეს არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური წარმონაქმნი, რომელიც მოაზრებული იყო, როგორც ალტერნატიული სეპარატისტული ერთეული, შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც იყო ჩვეულებრივი, გააზრებული ღალატი, ჩადენილი მაშინდელი ხელისუფლების მიერ. 
ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ერქვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს დღემდე. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს