,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე

 

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული, - ამის შესახებ   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამზადებული იყო ინფორმაციაც და სამთავრობო ჯგუფი მზად იყო ევროპულ ბიუროკრატიასთან გულწრფელი დისკუსიისთვის.

„აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მემგონი ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 





მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს