,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი

 

"სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, მოქმედი ხელისუფლება კი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს. 

"რა სარგებელი მიიღო წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციამ საქართველოში - მათ შეისყიდეს წინა ხელისუფლებისგან სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, ძალიან დიდი აქტივები საქართველოში. მათ შორის, ერთი პერიოდი, თბილისში ყველა კომუნალური მომსახურება იყო გადასული პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ფორმით რუსულ კომპანიებზე. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ყველაფერი იყო გადასული რუსულ კომპანიებზე პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით. გარდა ამისა, იყო უამრავი სხვა სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც გასხვისდა, სწორედ, რუსულ კომპანიებზე. რაც შეეხება ტერიტორიულ სარგებელსა და ტერიტორიულ გავლენას. სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე. ამ ორი მიმართულებით, ორივე ძირითადი მიმართულებაა ექსპანსიის, ეს არის ტერიტორიული, პოლიტიკური ექსპანსია და მეორე არის ეკონომიკური ექსპანსია. მაშინ იყო ამხელა შედეგები რუსეთის მხარეს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავითარი ეკონომიკური ექსპანსია, არავითარი ეკონომიკური ობიექტების, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე, რუსულ კომპანიებზე და არავითარი ტერიტორიული ექსპანსია საქართველოს ტერიტორიაზე. სარგებელზე როცა არის საუბარი შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს