,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების შეფასება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შეუთავსებელია და ხმის უფლების ჩამორთმევასთან არის გაიგივებული, არის აბსურდი.
„სამართლებრივად ეს არის აბსურდი და არ შეიძლება, კომპეტენტურმა იურისტმა ასეთი რამ თქვას. არ ვიცი, ამას იურისტები ამბობენ თუ არაიურისტები, მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, მათ შორის, საქმე ეხება ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი დიასპორა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით.
სამართლებრივ მხარეს რომ შევეხოთ, აქ, სწორედ რომ სამართლებრივი არგუმენტებიც მეტყველებს ჩვენი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ყველგან უნდა იყოს თანასწორობა უზრუნველყოფილი. მაგალითად, საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე არის თანაბარი საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დიასპორას, მაგალითად დიასპორის ნახევარი, დაახლოებით, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არის ასევე უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და სადაც არ მოქმედებს ასევე საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და შესაბამისად, იქ შეუძლებელია დიასპორისთვის ხმის მიცემა. სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს