,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტებზე ზრუნვა არის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„რომ გადახედოთ, რამდენი პროგრამა ხორციელდება - ეს არის სკოლები ემიგრანტი ბავშვებისთვის, სხვადასხვა ტიპის ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა და ა.შ. პროგრამების რაოდენობა და ხარისხი არის ათჯერ და ოცჯერ გაზრდილი. რაც შეეხება კონკრეტულ გამოხატულებას, აქაც ხომ შედეგები და ქმედებებია მთავარი. ქმედებებსა და შედეგებზე როდესაც არის საუბარი, ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენი დიასპორა დაუბრუნდეს დედა სამშობლოს, აქეთ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყველა ქმედება და ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. ტენდენციები ისეთია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს სამშობლოს, საქართველოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში კონკრეტულ რეგულაციაზე, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებს შეეხებათ, ძალიან მყარია არგუმენტები.
„ეს რეგულაცია ეფუძნება ორ ძირითად არგუმენტს - პირველი არის ის, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა იურისდიქციაში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, ამ დროს ამომრჩეველი, როდესაც ის აკეთებს არჩევანს, მხოლოდ საკუთარ იურისდიქციას უნდა ექვემდებარებოდეს და საკუთარი იურისდიქციის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს დაცული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ინფორმაციის წყარო არის სხვადასხვაგვარი და არსებითად შეგვიძლია, ორ ნაწილად დავყოთ, ეს არის გაფილტრული და გაუფილტრავი ინფორმაცია. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მთლიანად არის დამოკიდებული გაფილტრულ ინფორმაციაზე. ეს არის, მათ შორის მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის თუნდაც ახლობლებისგან მიღებული ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია ინტერპრეტაციას ექვემდებარება და გაფილტრულია, გარდა ერთისა. ერთადერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არ ექვემდებარება გაფილტვრას, ეს არის შენი თვალით დანახული გარემო. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფილტრული ინფორმაციის მიღმა იღებს გაუფილტრავ ინფორმაციასაც, თავად ეცნობა იმ გარემოს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველი როდესაც აკეთებს არჩევანს, მას მინიმალური წვდომა მაინც უნდა ჰქონდეს გაუფილტრავ ინფორმაციაზე, ამისათვის აუცილებელია, რომ ადამიანი მოკლე ხნის განმავლობაში მაინც იყოს ნამყოფი საქართველოში, ვიდრე გააკეთებს კონკრეტულ არჩევანს. აქ ძალიან მყარია არგუმენტები.
რაც შეეხება იმას ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არის თუ არა აქ - იცით, როგორი იყო სტატისტიკა, 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რაც იყო მაქსიმალური მაჩვენებელი. იცით, რომ ძალიან მაღალი იყო აქტივობა და ეს აისახა, მათ შორის დიასპორაზეც, აქაც კი 35 ათასზე ნაკლები იყო აქტივობა დიასპორის ნაწილში. შესაბამისად, ვერავითარი არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ აქ ჩვენი გადაწყვეტილება არის დაცლილი ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან. აქ გვამოძრავებს სუფთა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება.
„მინიმალური გაუფილტრავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, როდესაც ის აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. აქ არგუმენტები არის ძალიან მყარი. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაც, აქედან გამომდინარე, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ზოგადად რაციონალიზმის კუთხით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი ნაკლი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს