ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი


ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში - პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად "იმედი ლაივის" ეთერში აღნიშნა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით.

"ჩვენ ვიცით, რას ხმარებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში -ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც,"- განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო