ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე

ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის" დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არ ელოდება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, რადგან ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი.

„ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯის გადადგმას არ ველოდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის თემას მათი არაფორმალური უფროსები იყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის და ბევრი ტყვია გაისროლეს ამისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მერე მოლაპარაკებები არ გაგვიხსნეს, მერე გამოაცხადეს, რომ შეჩერებული იყო 2024 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს. ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის" დაბრუნებას. თუ ამასაც გაისვრი და მაინც ვერ დააბრუნებ ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", მაშინ რა აზრი აქვს, არაპრაგმატული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ყველა ხედავს, რომ ამ ტყვიის გასროლის შემთხვევაში ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" მაინც ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავის არ უღირს ასეთი ირაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ისინი პრაგმატულობას შეინარჩუნებენ და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ვარაუდი, რომ ევროკომისია დაელოდება პოლიტიკური პროცესების კულმინაციას.

„ისინი ამას ეცდებიან, თუმცა არავითარი კულმინაცია არ იქნება. ჩვენ გვექნება მშვიდი წლები. 2 წელი აღარ არის არჩევნები, 2028 წლისთვის უნდა მოემზადოს ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ევროკომისია, რომელიც ელჩის მეშვეობით ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, პირდაპირ მოუწოდებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდაჭერისკენ საქართველოს მოსახლეობას. ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნებას. ამის პირობას ვიძლევით ჩვენ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე
"ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც" - არჩილ გორდულაძე
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო