საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში -კახა კალაძე

საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ემიგრანტებს ხმის მიცემა ეკრძალებათ.

„ტყუილია ინფორმაცია, რომ ემიგრანტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ. ეს არასწორი ინფორმაციაა. მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში. ხმის მიცემის აკრძალვა არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ხდება გარე ჩარევები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც საუბრობდა ამ მიმართულებით არსებულ უდიდეს პრობლემაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ქვეყანას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ირლანდია, ისრაელი, სომხეთი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მოქალაქეებს თუ ექნებათ სურვილი, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვლენ საქართველოში და მისცემენ ხმას", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვდგამთ ყველა ნაბიჯს. დღეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევები, მით უმეტეს, არის უხეში ჩარევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადახედეთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს და როგორ მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თემები, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა. ძალიან დიდია საფრთხე გარე ჩარევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ მთავარი არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს, მთავარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა.

„შემიძლია კარგი - რუმინეთისა და მოლდოვის მაგალითები მოგიყვანოთ, თუ როგორ შეიძლება გარე ჩარევამ არჩევნებზე გავლენა იქონიოს. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება 1%-იანი გავლენაც ვერ იქონიოს გარედან ხმის მიცემამ - 1%-მდეც კი ვერ ადის ხმების რაოდენობის გათვალისწინებით, თუმცა მთავარი ის ხომ არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს? მთავარი არის ქვეყნის უსაფრთხოება და მისი ინტერესების დაცვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია -თაზო დათუნაშვილი
მიხეილ ყაველაშვილთან ვისაუბრე სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე, ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების ერთგული ვარ -სომხეთის პრეზიდენტი
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში -კახა კალაძე
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე
,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს''- პრემიერი
,,სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას''- ირაკლი კობახიძე