ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფეხბურთელების მიმართ ბულინგი უნდა შეწყდეს და ნებისმიერ შემთხვევაში მხარი უნდა დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს.
შარაშიძის თქმით, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია.
„ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, გულშემატკივრის გულს ყოველთვის ვერ ახარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათ წინააღმდეგ ბულინგი უნდა დაიწყოს. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ ჩვენ ჩვენი ნაკრებით ვამაყობდეთ. მოვუწოდებ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ამ ბიჭებს შევეშვათ და მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია. გვესმის ისიც, რომ ამ საკითხის პოლიტიზებას ვინც ახდენს, ერთი მხარის წვლილი, შეიძლება, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მეორე მხარის, მაგრამ ამის გარჩევასაც არ დავიწყებ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას მოვუწოდებთ, ეროვნულ ნაკრებს მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის-სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში-"ერაზმუსის" საქართველოს ოფისი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა