ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს. კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში. თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უფლებამოსილმა პირებმა ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს.
„სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს. დღეისათვის სახელმწიფო კონტროლი ჩატარებულია 200-მდე ობიექტში.
თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა. საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.
ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა ცხრა ბიზნესოპერატორთან. სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული საკვებდანამატების შესახებ", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის-სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში-"ერაზმუსის" საქართველოს ოფისი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა