ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარულები ვართ, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ", - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

 





მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია -თაზო დათუნაშვილი
მიხეილ ყაველაშვილთან ვისაუბრე სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე, ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების ერთგული ვარ -სომხეთის პრეზიდენტი
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში -კახა კალაძე
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი
,,რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე,
,,სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში''-პრემიერი
,,ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის''- ირაკლი კობახიძე