აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.


ლევან ჟორჟოლიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ყურადღება გამახვილდა დელეგაციასთან შეხვედრაზე.


„ჩვენ ვისაუბრეთ ე.წ. ტრამპის დერეფნის შესახებ, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენს რეგიონში მდებარეობს. ეს დერეფანი საქართველოს არ კვეთს, თუმცა ჩვენ დავუფიქსირეთ, რომ თუკი იქნება რეგიონში დერეფანი, სადაც ამერიკელები უზრუნველყოფენ უსაფრთხოდ ტვირთების ტარებას, ეს მთლიანად რეგიონზე აისახება. მაგრამ, აქვე დავუფიქსირეთ, რომ დიდი გზა აქვს გასავლელი კიდევ, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თურქეთს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან და თუ კი მათი ეკონომიკები გაიზრდება, ეს ჩვეულებრივი აქსიომა არის ეკონომიკაში, რომ ეს მეზობლებზეც ავტომატურად აისახება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სამივე ჩვენს სამხრეთ მეზობელთან. ასევე, ჩვენ მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც ხელისუფლებამ, საქართველომ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით. საქართველო არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის დერეფანი, იგივე არის ის სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვისაც და შესაბამისად, საქართველოს როლი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ ძალიან დიდ თანხებს, ინვესტიციებს ვდებთ საგზაო, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, იგივე ტვირთების გატარების ნაწილში.", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ქართული საბაჟოს მუშაობის პროცესი და ქართულ მხარეს სომეხი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა.


"ის იყო სადახლოს საბაჟოზე, სადაც ნახა, რა ტექნოლოგიებია, როგორი მომზადებული კადრები და ითხოვა, რომ ჩვენს სომეხ კოლეგებთან გაგვეზიარებინა გამოცდილება. ბოლო პერიოდში, სომხეთის მთავრობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ეწვია საქართველოს. დღეს პრეზიდენტს ვმასპინძლობდით და ზოგადად, საქართველოსა და სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სამაგალითოა, მეზობლებს როგორი ურთიერთობებიც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ სამთავრობო დონეზე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია -თაზო დათუნაშვილი
მიხეილ ყაველაშვილთან ვისაუბრე სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე, ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების ერთგული ვარ -სომხეთის პრეზიდენტი
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში -კახა კალაძე
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი