დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი

დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელს სურს იხილოს მასზე დამოკიდებული საქართველო, რომელიც ყველა მითითებას უსიტყვოდ შეასრულებს.

„დღევანდელი ბრიუსელის ხელში, რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ რაიმე კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ. მარტივი მიზეზის გამო - დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ. დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების გამტარებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო.
ჩვენ ვიცით მათ როგორი საქართველო უნდათ, უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო. იმ ადამიანს ტყუილად კი არ იხუტებენ, ვინც ეს სიტყვები თქვა, რომ „ღირსება უნდა აიყაროს ერმა იმის გამო, რომ რომელიღაც კავშირის წევრი გახდეს და ცალფეხზეც კი უნდა დავდგეთ, თუკი ამას გვეტყვიანო". ანუ მოგვთხოვენ უმიზეზოდ, იმისთვის, რომ გაერთონ - „მოდი აბა, ცალფეხზე დადექით, გიყუროთ და თავი შევიქციოთ". ასეთი საქართველო უნდათ. დღევანდელი ბრიუსელის ხელში რთულია წარმოვიდგინოთ რაიმე პოზიტივი მათი მხრიდან.

გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ აშშ-თან გვქონდა წლების განმავლობაში, როდესაც ვხედავდით აბსოლუტურად არაადეკვატურ ნაბიჯებს საქართველოსთან დამოკიდებულებაში. თუმცა ვნახეთ გამოღვიძება აშშ-ში და ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ასეთივე გამოღვიძებას ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში. ქვეყანა - ქვეყანაზე ირჩევს პატრიოტულ ძალებს და ზუსტად ეს არის გზა. ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელში არის და შეიცვალოს ეს მიდგომები და ზუსტად აქ არის ჩვენი სამომავლო პერსპექტივა ევროპისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია -თაზო დათუნაშვილი
მიხეილ ყაველაშვილთან ვისაუბრე სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე, ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების ერთგული ვარ -სომხეთის პრეზიდენტი
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში -კახა კალაძე
"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი-ირაკლი კობახიძე
ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას-ირაკლი კობახიძე
ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას-პრემიერი
,,არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან''-პრემიერი
,,არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები,''- პრემიერი