ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp - Product placement) და სპონსორობის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" (მედია ჰოლდინგი) - 10 000 ლარით დააჯარიმა.

ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტელეიმედისა" და „რუსთავი 2"-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. კერძოდ:

8 და 9 ოქტომბერს, „ტელეიმედის" გადაცემაში „იმედის დილა", ხოლო 13, 14, 17 და 22 ოქტომბერს „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „შუა დღე" განთავსდა სარეკლამო შინაარსის პროგრამები, რომლებშიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა, ამასთან, პროგრამებში პროდუქტის განთავსება კანონის მოთხოვნის შესაბამისად მკაფიოდ იდენტიფიცირებული არ იყო. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების შინაარსი სრულად იყო მორგებული განთავსებულ პროდუქტებზე და გადაცემის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ პროდუქტების დადებით თვისებებს.

ასევე, ორივე მაუწყებლის ეთერში, ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე ადგილი ჰქონდა რეკლამის განთავსებას. გარდა ამისა, „რუსთავი 2" -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესები, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედს" და „რუსთავი 2"-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა „ტელეიმედს" 20 000 ლარიანი, ხოლო „რუსთავი 2"-ს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.





მსგავსი სიახლეები
ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის-სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს