ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილის მიმართ შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, აღნიშნულ პროცესს ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუმცა, დიდი ალბათობით, აღსრულება არ მოხდება.

„შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.

დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ ადგილი აქვს შანტაჟს და ეჭვიც არავის უჩნდება. ყველა სასამართლო დავა, რაც ბატონ ბიძინას სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდა, მოიგო, მაგრამ თანხა არ დაუბრუნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე იგივე დამოკიდებულება ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებენ. ვიცით, რა პროცესები მიდის - არსებობენ არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებაც, სადაც საუბარია ამერიკულ სანქციებზე.

„რაც გინდათ ის დაარქვით - გინდ სანქციების მუშაობა, გინდ არმუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი დგას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენც დაგვიწესა სანქციები და არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შევძლო, ჩემი ქვეყნის ინტერესები უნდა დავთმო, მივუერთდე სანქციებს, რითიც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, სახელმწიფოებრიობას და ა.შ. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ისეთი უსამართლობები ხდება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი