ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ვისურვებდი, საქართველოს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარეს არის, არამედ მართავდეს ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განაცხადა.
ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს: „ევროკავშირმა 120 მილიარდით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში, ჩვენ გვეუბნება რამეს?"
„შალვა პაპუაშვილმა ძალადობრივი ხასიათი გამოავლინა უმაღლეს ტრიბუნაზე, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია. რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტული წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესშიც არის ახლა ევროკავშირი. ვიცით, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან ახლა სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა, რაც არის რუსეთის და მისი ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი.
ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი უკრაინასთან ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და უფრო დასუსტებული თუ არა, იმაზე დანაწევრებული გამოვა, ვიდრე ის იყო მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი დაიწყო. ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საქართველოს დღეს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარესაა, არამედ ის ძალა მართავდეს, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი