რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი

რომელიმე ელჩს თუ სურს, ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ ასევე შეეგუოს, რომ ამაზე გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე და საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს საელჩოში.

„ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია, შეხვდეს მას, ვისაც სურს, უნდა სახლში, უნდა - საელჩოში. ნებისმიერი ქვეყნის ელჩი როდესაც ხვდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ეს არ არის მოძრაობის ცალმხრივი გზა, ეს არის ორმხრივი გზა მოძრაობის. თუკი რომელიმე ელჩს სურს, ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება კომენტარი თუ რეაქცია იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, ვინც შეიძლება იყვნენ ამ შემთხვევაში მონაწილეები.

თუ არ ვცდები, შეხვდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას. ესეც ხომ აჩვენებს სელექციურ მიდგომას? მაგრამ ესეც მისი არჩევანია. ესეც არის ვენის კონვენციის ნაწილი, რომ მას შეუძლია, შეხვდეს ვისაც უნდა. მაგრამ მერე ნურავის ეწყინება, ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესები. ზოგადად, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა, გამჭვირვალე ყოფილიყო ასეთი სახის კონტაქტები. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს მისი არჩევანია. რაც უფრო ფარულია, მით უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე. ელჩს თუ სურს, რომ მედიის ტყავში თუ „ენჯეოების" ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს შეხვდეს, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე
უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი