"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
„ევროპის სახალხო პარტია" ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. წერილი „რუსთავი2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.
წერილში "ევროპის სახალხო პარტია" ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტარების მიმართვამდე, გავრცელდა საქართველოს შესახებ კრიტიკული სტატია, რომლის ერთ-ერთი ავტორი ილია რუბანისია, რუბანისი კი იმ კომპანიის მრჩეველია, რომლის წარმომადგენელიც არის ვიქტორ ყიფიანი.
მმართველი გუნდი დეზინფორმაციის მორიგ გავრცელებასა და საეჭვო დამთხვევებზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქვეყნის დისკრედიტაციაა.
"ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა, მზარდი"სანქციების ბუშტში" გახდა, რომელიც, უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად, უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. რე-ექსპორტის არხები იმდენად გაიზარდა, რომ საქართველომ 2024 წელს 2.4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაიტანა, აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთსა და ყირგიზეთში - ეს არის კლასიკური "არაპირდაპირი მარშრუტები" რუსეთის ბაზარზე, მას შემდეგ, რაც თბილისმა რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ რე-ექსპორტზე კოსმეტიკური აკრძალვა დააწესა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია საქართველოს როლი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანსფერის ხელშეწყობაში, რომელიც კრიტიკულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. 2022 წლიდან საქართველოში დარეგისტრირდა 30 000-ზე მეტი ახალი რუსული საკუთრების კომპანია, სულ კი რუსეთთან დაკავშირებული სუბიექტების რაოდენობამ 37 400-ს მიაღწია. რუსეთიდან საქართველოში შემოსული შემოსავლები - მათ შორის ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ექსპორტი - 2023 წელს 3.1 მილიარდ დოლარს აღწევდა, აქედან მხოლოდ ფულადი გზავნილები 1.5 მილიარდი იყო. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სპეციალურად არის მიმართული აქტივების დაცვაზე დასავლური ზედამხედველობისგან; მათ შორის 2024 წლის მაისის "ოფშორული კანონი", რომელიც ქვეყნის შიგნით მიწოდებულია, როგორც შესაძლებლობა მათთვის, ვინც "დასავლეთის მიერ სანქცირების გამო ღელავს". ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებას ცდილობს.
ერთობლიობაში, ეს პრაქტიკები აჩვენებს, რომ საქართველო არა მხოლოდ დაშორდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სარეგულაციო ორბიტას, ის აქტიურად იმკვიდრებს თავს სანქციების გვერდის ავლის ეკოსისტემაში, რომელიც ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ეს არ უკავშირდება "საქართველოს საშინაო პოლიტიკას". ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენი სანქციების სქემის მთლიანობასა და კავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას.
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატმა ქვეყანამ შეარყიოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები: თუ ევროკავშირს შეუძლია, შეზღუდვები დაუწესოს მინსკს, რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, მაშინ იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს "ქართული ოცნების" რეჟიმის ხელშემწყობებზეც. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება ამ გაუარესების შესახებ.
თუმცა, ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი - განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს - როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, მიზანმიმართული მარეგულირებელი ქმედება კონკრეტული სექტორების მიმართ და გაძლიერებული მონიტორინგი გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში. მოვუწოდებთ კომისიას, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, დაუყოვნებლივ, რათა აღმოფხვრას ეს მზარდი საფრთხე, გაამყაროს ევროკავშირის სანქციების მთლიანობა და მკაფიოდ აჩვენოს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა შეუთავსებელია რუსეთის საომარი ძალის მხარდაჭერასთან", - ნათქვამია დახურულ წერილში.
მსგავსი სიახლეები
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე