თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით, პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს. სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ მართალი ხართ და ვიმსჯელოთო. დისკუსიაში არცერთი შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან. ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც არ ვეკითხებოდით რუსეთს, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.
მსგავსი სიახლეები
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე
ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ-ვაჰაგნ ხაჩატურიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში -ირაკლი კობახიძე