თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უკანონო მშენებლობების პროცესი და საწყის ეტაპზე 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა გამოავლინა.
ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.
სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.
„ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ, როგორც მონიტორინგს, ისე ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო მიწების მიტაცების აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება და ვაძლევთ ვადას, რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვის გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ, რა სიტუაციაა ადგილზე, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები. აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.
„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციული სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა. სამსახური მომავალშიც კანონის შესაბამისად, ოპერატიულად იმოქმედებს კანონდარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად“, - აღნიშნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა
24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა
19 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს