,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

მან რამდენიმე შეკითხვით მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს მიმართა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იმაზე, თუ რა მონაცემებს ეყრდნობოდა ინიციატორი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას, როგორ ხორციელდება მონიტორინგი მოზარდებზე მას შემდეგ, რაც ისინი თავშესაფრებს ტოვებენ და რა პრევენციას უნდა მიმართოს სახელმწიფომ, რათა რაც შეიძლება მინიმუმადე იქნას დაყვანილი რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლების აუცილებლობა.

„ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო მნიშვნელოვნად აფართოებს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის არეალს ბავშვების მიმართ. თუმცა, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატივი და აგრესიული დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ხელშეწყობას. კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი ბავშვების განათლებაზე, მათ სახელოვნებო თუ სპორტულ აქტივობებში ჩართვაზე, როგორ იქნება ზრუნვა განხორციელებული, მრავლად დაისვა და რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია ამ ასაკის ბავშვების რეაბილიტაციისათვის, მათი აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებაში ჩართვისთვის და კარგია, რომ ამ ფაქტორს შესაბამისად ითვალისწინებთ.

ჩემი კითხვა შეეხება კონკრეტულად ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკას. რა მონაცემები არსებობს, რამაც გამოიწვია წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა? რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონდებლო ცვლილების შემუშავება? თავისთავად გასაგებია შინაარსობრივად, მაგრამ სტატისტიკურად თუ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, რის ირგვლივაც კარგი იქნება საზოგადოების ინფორმირება.

მეორე საკითხი, რაც მაინტერესებს შემდეგია - როდესაც ბავშვი დატოვებს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს, როგორ ხორციელდება მათი ცხოვრების მონიტორინგი. კანონპროექტში წერია, რომ როდესაც მოზარდი სახლში იმყოფება სახალხო დამცველს მასთან შეუძლია შესვლა, შეუზღუდავად კომუნიკაცია, ვითარების მონიტორინგი და ა.შ. როგორ ხდება ამ ბავშვის შემდგომ ცხოვრებაზე მონიტორინგის განხორციელება იმ კუთხით, რომ ის ისევ არ დაუბრუნდეს იმ წრეს, საქმიანობას, რამაც მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მასზე დამატებითი ზრუნვა და პასუხისმგებლობის გაძლიერება გახდა საჭირო? ეს ყველაფერი თუ არის კანონში გაწერილი და თუ არ არის, ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილების შეტანა, რათა რომელიმე სახელმწიფო უწყება იყოს პასუხისმგებელი ასეთი ბავშვის შემდგომი ცხოვრების მონიტორინგზე?

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვფიქრობ კანონპროექტში არ არის ასახული, მთავარი არის არა ის, რომ ჩვენ ზრუნვისა და პასუხისმგებლობის არეალს ვაფართოებთ ამ ბავშვების მიმართ, არამედ პრევენციული ხასიათის რა ზომების მიღებას ვგეგმავთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები გაფართოვდეს და უფრო ქმედითი იყოს ამ ნაწილში გარკვეული სამუშაოების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ასეთი ტიპის სახლები და ამ ტიპის მომსახურების გაწევა, საუკეთესო ვარიანტში, სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ იყოს?“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

თავის მხრივ, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მზარდი სტატისტიკა, რაც გახდა კანონპროექტის შემუშავების წინაპირობა. რაც შეეხება მონიტორინგს, მან კოლეგის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ დაწესებულებების დატოვების შემდეგ მოზარდების რესოციალიზაციაზე მონიტორინგს მხარდამჭერი სახლები 1 წლის მანძილზე ახორციელებენ.





მსგავსი სიახლეები
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება - კახა კალაძე
ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი
არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი
დიპლომატიის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით არიან დაკავებული -კახა კალაძე
ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა -შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ - დამოუკიდებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ -ლევან ჟორჟოლიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა -კახა კალაძე