„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი

ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პოსტივის" ეთერში განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა ამას მაინც არ თაკილობს.

 

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის" პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.

„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც მაგალითად ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ - საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და საუბარია მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადასცდეს დიდი ალბათობით. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და მინიმუმ 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33 %-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში ამ პროექტს. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იკადრო სპეკულირება. ზოგადად არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც წარმოუდგენელია ასე სპეკულირება. თუმცა, არ თაკილობენ ასეთ ქმედებას. სრულ აბსურდზე საუბრობენ. არის უნაკლო პროექტი. შეიძლება რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ა.შ. ეს პროექტი უნაკლოა თავისი თითოეული შემადგენლით,"- აღნიშნა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა